Wednesday, February 26, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ შესწორებები. ვისწავლეთ "პიკასას ალბომის" შექმნა და მისი გადატანა ბლოგზე.  მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.
 შევაჯამეთ ტრენინგი .  ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო . დიდი მადლობა ამისთვის  ჩვენს ტრენერს  ქალბატონ ქეთი ცერაძეს. ტრენინგის დასასრულს გადმოგვეცა სერტიფიკატები.

Sunday, February 23, 2014

ტრენინგის მერვე დღე

1. გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა
2. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში
3. გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტით
4. ავტვირთეთ

Friday, February 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. გამეორება
2. ყველა მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება- ნიმუშების შექმნა
3. გეგმის დახვეწა- სრულყოფა
4. რეფლექსია ბლოგზე

Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები
ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე, გავაკეთეთ გაჯეტები, გვერდები (ფეიჯები),
მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ
მოვახდინეტ რეფლექსია ბლოგზე


Friday, February 14, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
 ავტვირთეთ ვიდეოფილმების საცავიდან ბლოგში
გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.
 გავიმეორეთ ბლოგის  ფოტოების, გაჯეტები, ვისწავლეთ გამოკითხვის გაჯეტი, დავათვალიერეთ ბლოგები და  გავაკეთეთ კომენტარები.



Sunday, February 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

1. მასალის გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა
3. შეფასების მონახაზის შექმნა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
5. პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე

ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავხვეწეთ. მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია გეგმის მიხედვით, გავიხსენეთ პრეზენტაციის ანიმაციები, ფონები და ავთვირთეთ ჩვენი ფოსტის დრაივში (საცავში). ასევე ვისწავლეთ ჩვენი პროექტის გადატანა ბლოგზე და მისი გამოქვეყნება. ბოლოს დავწერეტ რეფლექსია ბლოგზე  მეოთხე სატრენინგო დღესთან დაკავშირებით.

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მესამე დღე

დღის გეგმა:
 1. მასალის გამეორება
2. სტანდარტის დადგენა
3.პროექტის მიზნის განსაზღვრა
4. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
5. რეფლექსია ბლოგზე

მესამე სატრენინგო დღემაც საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. თავდაპირველად მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება. შემდეგ  მოხდა პროექტის შაბლონის შევსება. განვსაზღვრეთ სტანდარტი   და  პროექტის  მიზანი . განსაკუთრებით მომეწონა მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების განხილვა.